უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 57 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

05 ოქტომბერი 2023, 09:58 552 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული 24 საათის განმავლობაში 57 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები კუპიანსკის, ლიმანსკის, შახტარსკის, ზაპოროჟიეს მიმართულებით და განახორციელეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

"რუსულმა ძალებმა 5 სარაკეტო და 60 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 47-ჯერ გაუხსნეს.

გარდა ამისა, ღამით დამპყრობლებმა შეუტიეს  უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა მტრის 24 უპილოტო საფრენი აპარატი", - აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელებმა გაანადგურეს რუსების კუთვნილი: 4 757 ტანკი, 9 052 ჯავშანმანქანა, 6 643 საარტილერიო სისტემა, 804 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 540 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 315 თვითმფრინავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი