ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, მიზეზი უხვი ნალექის შედეგად, სათავიდან წყალმომარაგების შეზღუდვაა, რის გამოც, 4 ოქტომბრის 03:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეეზღუდებათ შერიფ ხიმშიაშვილზე, ინასარიძესა და კობალაძის ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.