იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა, დაღუპულია, სულ მცირე, 21 ადამიანი, 18 კი დაშავდა. შემთხვევა ვენეციის მახლობლად მოხდა.
დაშავებულებს შორის ხუთის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის იტალიელი, რომელიც დაღუპულთა შორისაა, ავარიამდე შეუძლოდ გახდა.
მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.