ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლიდან გათავისუფლებული 30 ადამიანი, შრომითი უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ისინი კლინიკის მენეჯმენტს არაკვალიფიციურ მართვასა და გამოცდილი კადრების მიზანმიმართულ დათხოვნაში ადანაშაულებენ. საკუთარი უფლებების დაცვას კი, სასამართლოს გზით აპირებენ.