ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრები იტალიასთან მსოფლიო თასის მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა და სტატუსიც გაამართლა. ლიონში გამართულ შეხვედრაში ოლ ბლექსმა მეტოქეს 14 ლელო გაუტანა, რომელთაგან 13 გარდასახა და იტალიელები გამანადგურებელი ანგარიშით - 96:17 დაამარცხა.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, A ჯგუფში ლიდერობას საფრანგეთი ინარჩუნებს 13 ქულით, შემდეგ ახალი ზელანდია და იტალია მოდიან 10-10 ქულით, ურუგვაის 5 ქულა აქვს, ნამიბია კი უქულოდაა.
5 ოქტომბერს ახალი ზელანდია ურუგვაის შეხვდება, საფრანგეთი კი – იტალიას. რაც შეეხება კიდევ ორ მატჩს: არგენტინამ ჩილე 59:6 დაამარცხა, შორლანდიამ კი რუმინეთს 84:0 მოუგო.
დღეს მსოფლიო თასზე ორი მატჩი გაიმართება. ავსტრალია პორტუგალიას ეთამაშება, სამხრეთ აფრიკა კი ტონგას.