სულ მცირე 52 ადამიანი დაიღუპა პაკისტანში აფეთქების შედეგად. შემთხვევა ბელუჯისტანის პროვინციაში რელიგიური მსვლელობის დროს ერთ-ერთ მეჩეთთან მოხდა.
ადგილობრივ ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ აფეთქება თვითმკვლელი-ტერორისტის მიერ იყო მოწყობილი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.