მწერალ დათო ტურაშვილის შემოქმედება და წიგნი ხალდე-ლაჰილ განიხილეს სტუდენტებმა თავად ავტორთან შეხვედრისას.
წიგნში მოთხრობილია მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში მეფის რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებულ სვანეთის შესახებ. სადამსჯელო ექსპედიციისას რუსებთან ბრძოლაში გადარჩენილი სვანების სასამართლო პროცესი დათო ტურაშვილმა მხატვრულ ტექსტად გადააქცია და სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისი სურვილია ახალგაზრდებმა სვანი მებრძოლების სიმამაცის შესახებ მეტი იცოდნენ.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში მწერალმა მკითხველის შეკითხვებს უპასუხა.