პუტინის ომი უკრაინაში

29 სექტემბერი 2023, 10:15 382 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონი, სადაც სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა. ხერსონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, რუსი აგრესორები თავს დაესხნენ საცხოვრებელ უბანს.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქშიც, სადაც დაიღუპა 2 და დაშავდა 6 მშვიდობიანი მოქალაქე. გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევში. უკრაინის თავდაცვის ძალებში, ლიმანის, ავდიივკას, მარინკასა და შახტარის მიმართულებით შეტევების წარმატებით მოგერიებაზე საუბრობს. გენშტაბის ცნობით, მტერმა გასული დღე ღამის განმავლობაში 83 საჰაერო და 63 სარაკეტო შეტევა განახორციელა.

გარდა ამისა, კიევში ნატო-ს გენერალური მდივანი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული ძალების წინააღმდეგ მიმდინარე კონტრშეტევის ფარგლებში ეტაპობრივად იკავებენ ტერიტორიებს.

ვოლოდიმირ ზელენკიმ კი აღნიშნა, რომ უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრი გახდეს და აუცილებლად გახდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში