საბა საზონოვმა იტალიის სერია ა-ში პირველი შეხვედრა ჩაატარა. ქართველი მცველის დებიუტი ტორინოს რიგებში რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე" ლაციოს წინააღმდეგ შედგა.
მიუხედავად იმისა, რომ ტორინო 0:2 დამარცხდა, საბამ საკმაოდ კარგად ითამაშა და მისი თამაში 6,5 ქულით შეფასდა, რაც ტორინოს რიგებში რაულ ბელანოვას შემდეგ მეორე მაჩვენებელი იყო.
საზონოვი სტუმართა სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 27-ე წუთზე ალესანდრო ბონჯორნოს ნაცვლად შევიდა - იტალიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ტრავმა მიიღო.
საბამ 46 პასი გააკეთა და აქედან 42 ზუსტი იყო, პასების სიზუსტის 91%-იანი მაჩვენებლით ტორინოში მესამე საუკეთესო შედეგი ჰქონდა.