„ბორჯღალოსნებს“ მსოფლიო თასზე კიდევ ერთი მორაგბე გამოაკლდათ

28 სექტემბერი 2023, 11:04 503 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასზე ფიჯისთან მატჩისთვის ემზადება, კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდა. ამჯერად, საუბარია ფრანგული ბრივის 25 წლის ბურჯ ლუკა ჯაფარიძეზე, რომელმაც ხერხემლის მალის ტრავმა გაიუარესა და მიმდინარე ტურნირზე თამაშს ვეღარ შესძლებს.

სამწვრთნელო შტაბმა მის ნაცვლად ფრანგულივე გრენობლის 20 წლის ლეგიონერი ირაკლი აფციაური გამოიძახა, რომელმაც თავი წლეულს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტრავმის გამო ბორჯღალოსნებს ფრანგული პოს მესამეხაზელი ბექა გორგაძე გამოაკლდათ, რომელიც ბრივის მორაგბემ ოთარ გიორგაძემ ჩაანაცვლა.

ბორჯღალოსნებს მსოფლიო თასზე მომდევნო მატჩი 30 სექტემბერს ბორდოში, ფიჯისთან ელით.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი