ყარაბაღის რეგიონში, სტეფანაკერტის მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არიან დაღუპულები, დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, დაშავებულების დახმარების მიზნით, სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.