პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა. უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფის გაზრდა მოქალაქეების მოთხოვნის საფუძველზე მოხდა, ვაქცინაციის ჩატარება ნებისმიერ პოლიკლინიკაში უფასოა, ისევე როგორც სკრინინგი. ადამიანის პაპილომავირუსი რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა.
ვაქცინაცია ამ დაავადებების პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ცნობისთვის საშვილოსნოს ყელის კიბო მესამე ადგილზეა მსოფლიოში.