ანაკლიის ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი

21 სექტემბერი 2023, 11:08 509 ნახვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა - გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ მიიღო.  კანდიდატებს რამდენიმეთვიანი ვადა მიეცემათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარსადგენად, რის შემდეგაც კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რის შემდეგაც კონსორციუმმა და  ასევე მისმა ერთ-ერთმა ინვესტორმა საარბიტრაჟო სასამართლოს  მიმართეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში