ალიევი ყარაბაღის ეთნიკურ სომხებსა და მეზობელ სომხეთს თანამშრომლობისა და მშვიდობის მესიჯს უგზავნის

21 სექტემბერი 2023, 11:10 661 ნახვა
00:00
00:00

ილჰამ ალიევმა სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის   ეთნიკურ სომხებსა და ასევე მეზობელ სომხეთს შესთავაზა თანამშრომლობის,  შერიგებისა და ერთობლივი განვითარების პერსპექტივები.

სატელევიზიო მიმართვისას ალიევმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა დაიბრუნა სრული სუვერენიტეტი თავის ტერიტორიაზე და ახლა სურს ყარაბაღის მოსახლეობის ინტეგრირება და რეგიონის „სამოთხედ“ გადაქცევა.

ალიევმა სეპარატისტული რეგიონის მკვიდრებს აზერბაიჯანის  მოქალაქეები უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ბაქო  მხოლოდ მათი "კრიმინალური" სეპარატისტული ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოდის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში