კიევში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანი. აფეთქებების ხმა დედაქალაქის ერთდროულად რამდენიმე რაიონში ისმოდა. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. უკრაინული მედიის თანახმად, აფეთქებები იყო ხარკოვში, ხმელნიცკში, რივნეში, ვინიცაში, ლვოვსა და ივანო-ფრანკივსკის ოლქებში. რივნეში გაითიშა ელექტროენერგია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსული ძალების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
ხერსონზე ორი თავდასხმის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. რუსული რაკეტა საერთო საცხოვრებლის შენობას მოხვდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.