პერუში ავტოკატასროფამ 24 ადამიანი იმსხვერპლა

19 სექტემბერი 2023, 14:00 385 ნახვა

24 ადამიანი დაიღუპა პერუში სამგზავრო ავტობუსის  ავარიის შედეგად.  ავტობუსი აიაკუჩოდან ქალაქ ჰუანკაიოში მიემგზავრებოდა. 

პერუს სატრანსპორტო ზედამხედველობის  სააგენტო ადასტურებს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, თუმცა დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მონაცემებს არ ავრცელებს. გამოძიების თანახმად, ავტობუსმა ახლახანს გაიარა ტექნიკური შემოწმება და იგი ტექნიკურად გამართული იყო.

საგზაო შემთხვევები  ხშირია პერუს  არც თუ  უსაფრთხო გზებზე. 24 ადამიანი იმსხვერპლა იანვარში ავტოსაგზაო შემთხვევამ ქვეყნის ჩრდილოეთში, როცა სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში