რუსეთში ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ კიმ ჩენ ინი სამშობლოში დაბრუნდა

19 სექტემბერი 2023, 10:10 458 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა  დაასრულა ოფიციალური ვიზიტი რუსეთში და ჩრდილოეთ კორეის  ტუმანგანის სარკინიგზო სადგურში დღეს დილით ჩავიდა.  იშვიათი ერთკვირიანი ვიზიტი მოიცავდა  რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებებს  მჭიდრო სამხედრო  კავშირებსა და  სხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. 

ვიზიტი პუტინთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების  განვითარებაში ახალი  თავის დაწყებას ითვალისწინებდა - აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზია. 

ვიზიტის დროს კიმმა  დაათვალიერა  დასავლეთის მიერ  დასანქცირებული საავიაციო ქარხანა,  ასევე  ბირთვული სტრატეგიული ბომბდამშენები, ჰიპერხმოვანი რაკეტები და სამხედრო ხომალდები მაშინ, როცა პუტინი აცხადებს, რომ მოსკოვი არაფერს არ არღვევს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი