ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა შვეიცარიაში

19 სექტემბერი 2023, 11:00 336 ნახვა

შვეიცარიაში ბეილერის ფონდში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა.  ექსპოზიციის ფარგლებში სრულიად ახლებურად არის წარმოდგენილი ე.წ. ფიროსმანის ოთახი, რომლითაც დამთვალიერებლისთვის მოთხრობილია ფიროსმანისა და, ზოგადად, იმდროინდელი თბილისის ცხოვრება, ამისათვის კი გამოყენებულია ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის ფონდის ფოტომასალა, იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციები და გამოცემები.

ნიკო ფიროსმანის გამოფენას ბეილერის ფონდი 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე უმასპინძლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში