უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ - სტოლტენბერგი

17 სექტემბერი 2023, 15:00 489 ნახვა

„უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება“ - აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედია ჯგუფ ფანკესთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი უკრაინელები ცალმხრივად შეწყვეტენ ბრძოლას.

„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თქვა, რომ თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. მისი განცხადებით თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში