სომხეთი და აზერბაიჯანი 5 ოქტომბერს გრანადაში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი დოკუმენტის ხელმოწერას არ გეგმავენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ინტენსიურად გაგრძელდება მოლაპარაკებები და მხარეები შეჯერდებიან.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რაც უფრო ჭიანურდება აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, მით უარესია პოლიტიკური ვალდებულებების თვალსაზრისით.