რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს. იერიში 300 სისტემიდან დასახლებულ პუნქტზე მიიტანეს. ცნობები დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრანის თითქმის ყველა რეგიონში 2 საათის განმავლობაში დილიდან საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო დღე ღამეში დონეცკის ოლქის კლეშიევკაში რუსი უკუპანტების 13 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
თავდაცვის ძალები აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში თავდაცვას განაგრძობენ, შეტევას ახორციელებენ მელიტოპოლის და ბახმუტი მიმართულებებით.