უკრაინა თავდაცვის მრეწველობის ფორუმისთვის ემზადება - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზენენსკის განცხადებით, ფორუმი უკრაინაში ამ შემოდგომაზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას 21 ქვეყნიდან, 86 წამყვანი თავდაცვის მრეწველობის კომპანია მიიღებს.
უკრაინის პრეზიდენტი როგორც ვიდეო მიმართვაში აცხადებს, ფორუმის ჩატარების მიზანი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის უკრაინის თავდაცვის გამოცდილების გაზიარებაა.