Ad Black Sea 2023-ის კრეატიული კონკურსის დაჯილდოების შედეგები 

17 სექტემბერი 2023, 10:18 686 ნახვა

Ad Black Sea 2023-ის კრეატიული კონკურსის დაჯილდოების შედეგები ცნობილია. ქართული კრეატიული სააგენტოების ნამუშევრებმა 13 კატეგორიაში 26 ჯილდო მოიპოვა. სულ 4 ოქრო, 7 ვერცხლი, 15 ბრინჯაო. ასევე საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ წლის დიზაინ სააგენტო და  დიზაინ სტუდია გამოავლინა.

წლის საკომუნიკაციო სააგენტოს ტიტული Windfor’s-მა მოიპოვა, წლის დიზაინ სტუდიის ტიტულს კი Hans & Gruber დაეპატრონა.

გამარჯვებულები იყვნენ როგორც საქართველოდან ასევე აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან. სწორედ აზერბაიჯანულმა სააგენტომ „ენდორფინმა“ მიიღო გრანპრი. კონკურსის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურის ოთხმა გუნდმა შეაფასა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი