მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე იასპარეზებს 

17 სექტემბერი 2023, 11:08 547 ნახვა

საუდის არაბეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ფიცარნაგზე მსოფლიოს უძლიერესი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გავა და  მეშვიდედ შეეცდება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას.

ასეთის შემთხვევაში ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა იქნება პირველი ათლეტი, ვინც ოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი გახდება.

დღეს ასევე იასპარეზებს მძიმეწონოსანი ბაქარ თურმანიძე.  ზაზა ლომთაძე კი რომელმაც უკვე იასპარეზა ატაცში მე-13,  აკვრაში კი მეხუთე იყო.

რაც შეეხება გიორგი ჩხეიძეს, მას ტრავმის გამო არ უასპარეზია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი