საფრანგეთში, რაგბის მსოფლიო თასზე, 16 სექტემბერს სამი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ნაკრების ჯგუფში ერთმანეთს უელსისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, შეხვედრა უელსელთა გამარჯვებით დასრულდა - 28:8. მოგებასთან ერთად, ქართველების მომავალმა მეტოქემ მეორე შეხვედრაშიც მოახერხა ბონუსქულის აღება.
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
სხვა მატჩებში სამოამ ჩილე ბონუსქულით - 43:10 დაამარცხა. ირლანდიამ კი ტონგას 59:16 მოუგო.