აჭარის საინჟინრო კვირეული

16 სექტემბერი 2023, 17:58 1012 ნახვა

ბათუმის ტექნოპარკის ორგანიზებით აჭარის საინჟინრო კვირეული გაიმართა. პროექტ “Stemsea-ის“ ფარგლებში, საზღვაო, სამოქალაქო და ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით პროექტები მომზადდა. დღეს შემაჯამებელი ფორუმი გაიმართა, სადაც 13-მა გუნდმა წარადგინა საკუთარი პროექტი. 

ტექნოლოგიებით დაინტერესებული დაახლოებით 55 მოსწავლე განაცხადების საფუძელზე შეირჩა. მათ 1 კვირის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი სტემის მიმართულებით მენტორებმა ჩაუტარეს. მოსწავლეების მიერ შემუშავებული პროექტების, ინოვაციური და ტექნოლოგიური იდეების პრეზენტაციის შემდეგ კი გამოვლინდა სამი რჩეული გუნდი, რომელთაც სპეციალური ჯილდოები გადაეცათ. 

პროექტს თბილისის კომუნიკაციის სკოლა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი