1 406 237 ლარი აჭარაში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის

16 სექტემბერი 2023, 15:08 531 ნახვა

აჭარის მთავრობა სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 130 ოჯახს რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 1 406 237 ლარს გამოუყოფს. დახმარებას ქობულეთში დაზარალებული 35 ოჯახი მიიღებს, ხელვაჩაურში - 39 ოჯახი, სტიქიის შედეგად დაზარალებულ 5 ოჯახს დაეხმარებიან შუახევში.

კომპენსაციას მიიღებს ქედაში მცხოვრები 26 ოჯახი, ასევე, დაზარალებულები მიიღებენ კომპენსაციას ხულოშიც - ასეთი აქ 25 ოჯახია. გამოყოფილი თანხა სახლების აღდგენა-გამაგრებას ან ადგილმონაცვლეობას მოხმარდება.

დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე განიხილეს. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან, 109 ოჯახზე უკვე გამოყოფილია მილიონ ლარზე მეტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი