ამერიკის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის პირველი შეფასება. ოთარ ფარცხალაძე ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიწერილ წერილში ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია.
ყოფილი ჩინოვნიკი ირწმუნება, რომ ათი წელია დისკრედიტაციის მსხვერპლია. ფარცხალაძე განცხადებაში წერს, რომ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას გამოიყენებს, რათა დაამტკიცოს, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული.
ოპოზიცია ამბობს, რომ ფარცხალაძის უკან ''ოცნება'' დგას, მმართველ გუნდში კი ყოფილ მაღალჩინოსანზე პასუხისმგებლობას იხსნიან.