ევროკომისიამ არ გაახანგრძლივა უკრაინიდან მის მოსაზღვრე ქვეყნებში მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული ემბარგო. აკრძალვას ვადა 15 სექტემბრამდე ჰქონდა.
ამასთან, პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა, რომ ის, თავის მხრივ, არ გააუქმებს უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას.
მანამდე უნგრეთმა, რუმინეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ იმავეს გააკეთებდნენ ევროკომისიის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოსაზღვრე ყველა ქვეყნიდან მხოლოდ ბულგარეთი ეთანხმება ევროპული გადაწყვეტილების განხორციელებას.
ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გარკვეული სახეობის ექსპორტზე აკრძალვა 2 მაისს დააწესა.