შოვსა და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.
სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს.
ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება და ახალი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდება.