საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს

15 სექტემბერი 2023, 14:00 532 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდზე გამოსვლას იწყებს – ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს დღეს გამართავს და თბილისის სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ჩვენს გუნდს დებიუტანტი, ვალერიო ბარბოსა დე ლიმა, იგივე ჩიმბა შეუერთდა.

მომდევნო მატჩს საქართველოს ფუტსალის ნაკრები 20 სექტემბერს სტუმრად პორტუგალიასთან გამართავს. საქართველოს ნაკრები E ჯგუფშია, სადაც კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ფინეთი იქნება.

ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც ფინალში გამარჯვებულები გავლენ, ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საგზურის მფლობელ კიდევ ორ ნაკრებს პლეი ოფში გამოავლენს.

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს. როგორც აღვნიშნეთ, ევროპაზე 7 კვოტა მოდის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი