ხვიჩა კვარაცხელია FIFA-მ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე წარადგინა

15 სექტემბერი 2023, 11:44 547 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ფიფამ ყოველწლიური ჯილდოს საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდებაზე წარადგინა. ქართველი ფეხბურთელი წლის საუკეთესო 12 ფეხბურთელს შორის მოხვდა.

ხვიჩას გარდა სიაში ხულიან ალვარესი, მარსელო ბროზოვიჩი, კევინ დე ბრუინი, ილქაი გიუნდოგანი, ერლინგ ჰაალანდი, როდრი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ვიქტორ ოსიმენი, დეკლან რაისი და ბერნარდო სილვა არიან.

ტრადიციულად, ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენა გულშემატკივრების, ჟურნალისტების, ეროვნული ნაკრებების კაპიტნებისა და მწვრთნელების ხმის მიცემით ხდება. გულშემატკივართა გამოკითხვა ფიფას ოფიციალურ საიტზე 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ცოტა ხნის წინ ოქროს ბურთის 30 ნომინანტს შორის დაასახელეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი