პუტინი აშშ-ს აფრთხილებს ნუ იმეორებს საბჭოთა კავშირის მიერ დაშვებულ შეცდომას

12 სექტემბერი 2023, 14:30 607 ნახვა

ვლადიმერ პუტინის თქმით,   ცივი ომის დროს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ჩასახშობად უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში  ტანკების გაგზავნის შესახებ  საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილება შეცდომა იყო.

”ეს იყო შეცდომა” - განაცხადა პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. 1956 წლის უნგრეთის აჯანყება საბჭოთა ტანკებმა და ჯარმა ჩაახშო. ბუდაპეშტში უამრავი ადამიანი დაიღუპა. 1968 წლის პრაღის გაზაფხული დასრულდა, როდესაც საბჭოთა ჯარები  ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიჭრნენ. 

პუტინის თქმით, ამჟამად დასავლეთი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერით იმავე შეცდომას იმეორებს.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი