კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

12 სექტემბერი 2023, 11:02 689 ნახვა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. ინფორმაციას „როიტერი" ავრცელებს. 

ჩრდილოეთის კორეის სახელმწიფო მედია წერს, რომ კიმ ჩენ ინი რუსეთში თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, სამხედრო მაღალჩინოსნებისა და საგარეო საქმეთა მინისტრის თანხლებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთისთვის იარაღის გადაცემა უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება და საჭიროების შემთხვევაში, აშშ არ გამორიცხავს ახალი სანქციების დაწესებას ჩრდილოეთ კორეის მიმართ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი