საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა 

11 სექტემბერი 2023, 10:18 493 ნახვა

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში მიმდინარე ქალთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში აშშ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა მოიგო, საპასუხო შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო და ფინალში მეტოქე ყაზახეთის ნაკრები იქნება, რომელმაც საფრანგეთს მოუგო. ამერიკის ნაკრებთან დაპირისპირებამდე საქართველოს ქალთა ნაკრები ჩინეთს შეხვდა, რომელიც პირველი მატჩში დაამარცხა, მეორე კი ფრედ დაასრულა. ფინალური მატჩები დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით: ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძის შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელს გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი