რუსეთში ადგილობრივი არჩევნები გაყალბდა - „გოლოსი“

11 სექტემბერი 2023, 10:05 536 ნახვა

რუსეთის საარჩევნო მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც კრემლმა უცხოურ აგენტად გამოაცხადა, განაცხადა, რომ ქვეყნაში კვირას ჩატარებული  რეგიონული არჩევნები არ იყო  ნამდვილი არჩევნები.

ჯგუფ გოლოსის  თანათავმჯდომარის სტანისლავ ანდრეიჩუკის თქმით, ადგილი ჰქონდა ხმების მასშტაბურ გაყალბებას. კრემლმა ასევე  დანერგა ახალი საარჩევნო მეთოდები, რომელიც კრიტიკოსების აზრით, ხელს უწყობს შედეგების გაყალბებას. ზოგიერთ რეგიონში კენჭისყრა რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობს,  ასევე გამოიყენება ონლაინ ხმის მიცემის სქემა. 

კენჭისყრის მონიტორინგის ჯგუფის   ინფორმაციით, აკავებდნენ ოპოზიციის კანდიდატებს, ხოლო მათ ავტომობილებს აზიანებდნენ.  რუსეთში სამდღიან  ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩევლებმა ხმის მიცემა  პარასკევს 8 სექტემბერს დაიწყეს. 

ადგილობრივი არჩევნები რუსეთის 21 რეგიონში ციმბირიდან შავი ზღვის სანაპირომდე იმართება. ამომრჩევლები კენჭს უყრიან გუბერნატორებს, მათ შორის მოსკოვის  მერსაც. 

უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის ოლქების პრორუსულმა მთავრობებმა, რომლებიც მოსკოვმა გასულ სექტემბერში ცალმხრივად გამოაცხადა თავის  ტერიტორიად, ასევე ჩაატარეს არჩევნები - რომელიც  კიევმა და მისმა მოკავშირეებმა დაგმეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი