ანასტასია გუბანოვა ჩელენჯერის სერიის გამარჯვებულია

11 სექტემბერი 2023, 10:33 471 ნახვა

იტალიის ქალაქ ბერგამოში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა. მან მოკლე პროგრამაში 69.65 ქულით ლიდერის პოზიცია მოიპოვა, ხოლო თავისუფალი პროგრამის შემდეგ 195.60 ქულა დაუგროვდა და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

მოკლე პროგრამაში გამოვიდა ნიკა ეგაძე, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა.

წყვილებში მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას დუეტი რიტმული ცეკვის წარმოდგენის შედეგად მესამე ადგილზეა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი