ახალგაზრდული კონგრესი გამართა ბათუმში. კონგრესზე სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია წარადგინეს, ისაუბრეს დოკუმენტის მიზნებზე, ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და ზოგადად, მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციების შემდეგ, ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებისთვის გაიმართა პანელური დისკუსიები.
კონგრესი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით გაიმართა ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესის მიზანი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ინფორმირებაა.
სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის ქვეყნის მასშტაბით 72 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
კონგრესის დასკვნით ნაწილში დაგეგმილი იყო ფესტივალის გამართვა საკონცერტო პროგრამით, თუმცა ორგანიზატორების თქმით, დასავლეთ საქართველოში განვითარებული სტიქიური, ტრაგიკული მოვლენების გამო, 15 სექტემბრისთვის გადაიდო.