ახალგაზრდული კონგრესი

10 სექტემბერი 2023, 14:58 680 ნახვა

ახალგაზრდული კონგრესი იმართება ბათუმში. კონგრესზე სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია წარადგინეს, ისაუბრეს  დოკუმენტის მიზნებზე, ოთხწლიან სამოქმედო გეგმასა და ზოგადად, მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციების შემდეგ, ამ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილეებისთვის დაგეგმილია პანელური დისკუსიები. კონგრესი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, კონგრესის მიზანი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ინფორმირებაა. სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის ქვეყნის მასშტაბით 72 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

კონგრესის დასკვნით ნაწილში დაგეგმილი იყო ფესტივალის გამართვა საკონცერტო პროგრამით, თუმცა ორგანიზატორების თქმით, დასავლეთ საქართველოში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო, 15 სექტემბრისთვის გადაიდო. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში