საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მაროკოელი ხალხის მიმართ. დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა, მრავალი ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა. ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მაროკოში მომხარ დამანგრეველ მიწისძვრას გამოეხმაურა პრემიერიც. ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას, მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს და სტიქიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.