ხანძარი იყო ხულოში სოფელ ბაკოში, დაიწვა მიხეილ დუმბაძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე შენობა-ნაგეგობა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სტიქიის შედეგად ვერ გადაარჩინეს საყოფაცხოვრებო ნივთებიც. 8 წევრიანი ოჯახი ამ დროისთვის ქირით არის გაყვანილი.
კომისიური შესწავლისა და დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი ფინანსური დახმარებაც, რომელსაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოფენ.