სტიქიის შედეგებს ებრძვიან გურიაში. ამ დრომდე გრძელდება ერთი დაკარგულის ძებნა.მაშველებმა ჯუმათსა და სილაურში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი 11 წლის მოზარდია. ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ასევე მაშველებმა მდინარე სუფსიდან ამოიყვანეს უცხო ქვეყნის მოქალაქე. ძლიერი ნალექის გამო რამდენიმე სოფელში წაღებულია ხიდები. წყალმა სახლების პირველი სართულები, ეზოები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები დატბორა. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ იმერეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მყოფი მოქალაქეებისთვის ეტაპობრივად იგზავნება გამაფრთხილებელი შეტყობინებები.