ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

01 მარტი 2017, 00:00 3834 ნახვა

დღეიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად სამედიცინო დაწესებულებებისთვის ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა. სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე, ცვლილება სამეანო - ნეონატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს შეეხება. სელექტიური კონტრაქტირება განხორციელდება მხოლოდ იმ კლინიკებში, სადაც: წელიწადში მინიმუმ 500 მშობიარეა და მინიჭებული აქვს შესაბამისი დონე. პირველ ეტაპზე ცვლილებები სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება. მოგვიანებით პროცესი სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებსაც შეეხება. 

ამავე კატეგორიაში