პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

07 სექტემბერი 2023, 14:00 483 ნახვა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი - მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სარჩელი მზად აქვს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ხელმოწერების ავთენტურობის დადგენის შემდეგ, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

მმართველი გუნდი პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ იმპიჩმენტი პასუხია მის ქმედებაზე.

მმართველი გუნდის ინიციატივას ასი დეპუტატის ხმა სჭირდება, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე მოხსნას კი მხარს მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ევროპელი სოციალისტები" უჭერენ, ეს კი მხოლოდ 88 ხმაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი