იენს სტოლტენბერგი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა

07 სექტემბერი 2023, 15:00 568 ნახვა

ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - ასე აფასებს ნატოს გენერალური მდივანი უკრაინაში რუსეთის ომს და პუტინის შეცდომებს ასახელებს.

პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება, - განაცხადა სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.  მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა. ნატო  მტკიცე სოლიდარობას უცხადებს რუმინეთს, რომლის ტერიტორიაზეც სავარაუდოდ, რუსული დრონების ნაწილები დაეცა უკრაინაზე თავდასხმის დროს.

ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატო აგრძელებს  სიტუაციის მონიტორინგს და მჭიდრო კონტაქტზეა მოკავშირე რუმინეთთან. 

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა  სასწრაფო გამოძიების ჩატარება მოითხოვა. პრეზიდენტის თქმით, დადასტურების შემთხვევაში, რომ ეს ელემენტები რუსულ უპილოტო საფრენ აპარატებს ეკუთვნოდა, სრულიად დაუშვებელი და ნატოს მოკავშირე რუმინეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა იქნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი