პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

07 სექტემბერი 2023, 12:00 611 ნახვა

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მმართველ პარტიას საკონსტიტუციო სარჩელი მზად აქვს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ ხელმოწერების ავთენტურობის დადგენის შემდეგ, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

მმართველი გუნდი პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ იმპიჩმენტი პასუხია მის ქმედებაზე.

მმართველი გუნდის ინიციატივას 100 დეპუტატის ხმა სჭირდება, სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან ვადაზე ადრე მოხსნას კი მხარს მხოლოდ "ქართული ოცნება" და "ევროპელი სოციალისტები" უჭერენ, ეს კი მხოლოდ 88 ხმაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი