ბათუმში დასრულდა საერთაშორისო სემინარი და მასტერკლასი სამეჯლისო ცეკვებში შშმ პირთა შორის. ღონისძიების ორგანიზატორი იყო აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაცია.
მასტერკლასს საერთაშორისო კლასის მოცეკვავეები, ასევე ინტეგრირებულ ცეკვებში მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენლები ატარებდნენ.
ღონისძიება საქართველოში პირველად გაიმართა და როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ეს ხელს შეუწყობს შშმ პირების ინტეგრირებას საზოგადოებაში. საერთაშორისო სემინარი ბათუმის მერიისა და ბათუმის სპორტული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.