CISI პროექტი - შემაჯამებელი შეხვედრა

05 სექტემბერი 2023, 11:10 927 ნახვა

როგორ უნდა იმუშაონ პედაგოგებმა განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე  მოსწავლეებთან – ახალი კურსები და  სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას განიხილავენ  დღეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე.    

სამუშაო  შეხვედრის ფარგლებში  ქართული და უცხოური უნივერსტეტების, არასმათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პროექტის ‘’ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად’’ შედეგებს  აჯამებენ და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.    

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ქსელი, ოთხ ქართულ უნივერსიტეტში დაინერგა ახალი  კურსები,  2024 წლიდან კი იგეგმება სპეც-მასწავლებლის  60 კრედიტიანი პროგრამის ამოქმედება, რომელიც ბსუ-სა და თსუ-ში მომზადდა.  

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში