„პუტინიზმის დამარცხება“ - თბილისში ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ორდღიანი კონფერენციის თემებია ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება.
კონფერენციას მასპინძლობენ „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობენ.
კონფერენციის მონაწილეები გუშინ საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნენ.