ბათუმში აჭარის სპორტული ცეკვების ფედერაციის ინიციატივით შშმ პირებისთის ცეკვებში მასტერ კლასი ტარდება, რომელშიც საქართველოსთან ერთად ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
6 სექტემბერს კი შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც პირველად ქართული შშმ პირების წყვილებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიება ბათუმის მერიისა და ბათუმის სპორტული ცენტრის ხელშეწყობით ტარდება.